სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი
დადგენილების ნომერი №1650845 (დანართი №310)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კურსები 90 ECTS კრედიტი, აქედან სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კურსები 20 ECTS კრედიტი
თვისუფალი კურსები 10 ECTS კრედიტი
პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა - საგამოცდო მასალები
პოლიტიკის ანალიზის და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მიზნებია: მოამზადოს პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, რომელსაც ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა დარგის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ; სტუდენტმა შეძლოს პოლიტიკური სისტემის გამართული ფუნქციონირების პროცესში ეკონომიკური, იდეოლოგიური და შესაბამის სექტორში პოლიტიკის მნიშვნელობის სიღრმისეული ანალიზი და სისტემური შეფასება, პოლიტიკური აქტორების ფუნქციონირებისა და საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სექტორში არსებული პოლიტიკური კურსების წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, კრიტიკული ანალიზი, შეფასება და ინოვაციური, ეფექტიანი გზების შერჩევა. აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკური პრინციპების დაცვით, პოლიტიკის მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით კვლევების დაგეგმვა და განხორციელება, რითიც წვლილს შეიტანს პოლიტიკის მეცნიერების აკადემიური სფეროს განვითარებაში.
ბაკალავრის ხარისხი ან 5 წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი ნებისმიერ სფეროში;
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
სტანდარტული საგანაცხადო დოკუმენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის;
წერითი გამოცდა სპეციალობაში;
ინგლისური ენის B2 დონის დადასტურება თსუ-ს მიერ უცხო ენის ინსტიტუციონალური გამოცდის ჩაბარებით ან/და თსუ-ს მიერ აღიარებადი შესაბამისი სერთიფიკატის წარმოდგენით (TOEFL, IELTS, სხვა მათი ეკვივალენტური ტესტები);
გასაუბრება სპეციალობაში (ამ მიზნით შექმნილ კომისიასთან);
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
მისაღები გამოცდების ფორმატი და საბოლოო ქულის გამოყვანის სტრუქტურა:
საერთო სამაგისტრო გამოცდა - საკმარისია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ბარიერების წარმატებით გადალახვა;
წერითი გამოცდა სპეციალობაში - საერთო შეფასების 50 - % - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან);
გამოცდა უცხოურ ენაში, ინგლისური ენა (B2) – საერთო შეფასების 30 % - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან);
გასაუბრება სპეციალობაში - საერთო შეფასების 20 % - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან);
სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებაში არსებულ თეორიულ და მეთოდოლოგიურ საფუძვლებსა და პრინციპებს;
აცნობიერებს პოლიტიკის ანალიზისა და საჯარო პოლიტიკის, როგორც პოლიტიკის მეცნიერების ნაწილის, ძირითადი ინსტრუმენტების მნიშვნელობას საჯარო პოლიტიკის წარმოებისა და შეფასების პროცესში;
განსაზღვრავს საჯარო პოლიტიკური პროცესის ეთიკურ, ეკონომიკურ, იდეოლოგიურ პრინციპებსა და მექანიზმებს;
სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს პოლიტიკური ანალიზის ერთეულებსა და მათი შეფასების თავისებურებებსა და გამოწვევებს.
კურსდამთავრებული:
სისტემურად უკავშირებს პოლიტიკურ სისტემაში არტიკულაციისა და აგრეგაციის პროცესების შემადგენელ ნაწილებს პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს;
დარგობრივი თეორიებისა და მოდელების გამოყენებით, ადარებს, კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს სხვადასხვა პოლიტიკურ კურსს;
კრიტიკულად მიმოიხილავს, აჯამებს და აფასებს პოლიტიკის მეცნიერების შესაბამის სუბდისციპლინაში არსებულ აკადემიურ ლიტერატურას;
პირველადი და მეორეული მონაცემების მოძიების, შეგროვების, ორგანიზებისა და ინტერპრეტირების გზით, მაღალი ეთიკური სტანდარტის დაცვით, გეგმავს და ახორციელებს სამაგიდე და საველე კვლევით სამუშაოებს პოლიტიკის მეცნიერების სფეროში.
აკადემიური წერისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით, დარგის უახლესი ცოდნის გამოყენებით, დამოუკიდებლად ამზადებს პოლიტიკის მეცნიერებასთან დაკავშირებულ ანალიტიკურ და კვლევით ნაშრომს; ეფექტურად, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, წარადგენს ზეპირ პრეზენტაციას როგორც დარგის სპეციალისტებთან, ისე ფართო საზოგადოებასთან.
საჯარო სექტორში (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის დაწესებულებები);
არასამთავრობო ორგანიზაციებში;
საერთაშორისო ორგანიზაციებში;
კვლევითი ცენტრებში;
პოლიტიკურ პარტიებში;
კერძო სექტორში.